02 მაისი 2024,   04:17
ვრცლად
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სანაცვლოდ, სააკაშვილის მთავრობა მზად იყო, ნატოზე უარი ეთქვა

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სანაცვლოდ, მიხეილ სააკაშვილის მთავრობა მზად იყო, ნატოზე უარი ეთქვა.

ამის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილმა კვირის აქცენტებთან საუბრისას გააკეთა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, ის მზად იყო, მოლაპარაკებოდა რუსეთს, რომ დაეტოვებინა ბაზები საქართველოში, თუმცა, ეს უნდა მომხდარიყო აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნების სანაცვლოდ.

„ჩვენ მივიღეთ ის მემკვიდრეობა, რომელიც მივიღეთ. რუსები იყვნენ და გაყრა მათი იყო შეუძლებელი, ამიტომ ამას ვთავაზობდით. ცხინვალი იგულისხმებოდა, რომ ნელ-ნელა ჩვენ იმას წავიღებდით, ნელა-ნელა კი არა, მიგვქონდა სწრაფი ტემპებით, ჩვენი სამშვიდობო შეტევით. მაგას დაარქვა კარლ ბილტმა "დისკოთეკების დიპლომატია", როდესაც ბონი ემი ჩავიყვანეთ. ეს ერთჯერადი ღონისძიებები იყო, მაგრამ მთელი არსი იყო რაში, შევურიგდით იმ ადამიანს, ვინც გვესროდა, დიმა სანაკოევს. ვაპატიეთ ერთმანეთს ყველაფერი. გავუკეთეთ მთავრობა მათ და ვეუბნებოდით, აჰა, ოსების მთავრობაა, თან ყოფილი სეპარატისტების, ყველაფერს გაძლევთ, ოღონდ საქართველოში, რა თქმა უნდა და რუსეთი გაუშვით და მერე რუსეთში აღელდნენ და მთელი ე.წ. ცხინვალის მთავრობა ჩაანაცვლეს რუსეთი ოფიცრებით,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კითხვაზე ,დაიწყო თუ არა საქართველომ ომი და დაბომბა თუ არა მან მძინარე ცხინვალი, როგორც ამაზე ოპონენტების საუბრობენ, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ეს სისულელეა.

„ვინ უნდა დაგვებომბა, ხალხი არ იყო იქ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები