02 მაისი 2024,   03:34
ვრცლად
"სახელმწიფოს მართვა უნდა გადავიდეს ხალხის ხელში" - მიხეილ სააკაშვილი

"სახელმწიფოს მართვა უნდა გადავიდეს ხალხის ხელში" - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა კვირის აქცენტებთან საუბრისას გააკეთა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, დემოკრატია სწორედ ამა გულისხმობს, რომ ქვეყანა უნდა მართოს ხალხმა და პარლამენტის ფუნქცია უნდა იყოს, თითქმის, გაუქმებული.

„ჩემი აზრით, ახლა რაც უნდა მოხდეს, უნდა შემოვიღოთ პირდაპირი ელექტრონული მმართველობა ქვეყნის და რა არის ეს? - ყველა გადაწყვეტილებას იღებს, ყველა საქართველოს მოქალაქე, რომელიც შეიძლება, ბელგიაში  ცხოვრობს, რუსეთში ცხოვრობს. პარლამენტი პრაქტიკულად თავის ფუნქციას დაკარგავს,“ - განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი 2009 წლის აქციებსაც ეხმაურება.

მისი თქმით, იყო დრო, როდესაც ოპოზიციამ  გადაწყვიტა ბოიკოტირება და მათ უკან იდგა რუსეთი და ივანიშვილი, რომელიც ამ აქციებს აფინანსებდა.

„ივანიშვილი 2009 წლის აქციების მთავარი დამფინანსებელი იყო. შსს-ს ჰქონდა ეს ინფორმაცია,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ქვეყანას აღარ ჰქონდა თავი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაბმის იმიტომ, რომ ბადრი პატარკაციშვილმა გამოფიტა ქვეყანა. 

მიხეილ სააკაშვილი არ ეთანხმება ოპონენტების განცხადებას, რომ მისი ხელისუფლების დროს არ იყო დემოკრატია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, მისი მთავარი ამოცანა არის ქვეყნის განვითარების უკეთესად წარმართვა და, როდესაც დაბრუნდება ქვეყანაში, ის სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები