02 მაისი 2024,   07:57
ვრცლად
„თანამედროვე ეპოქაში მედიის კონტროლს აზრი არა აქვს" - მიხეილ სააკაშვილი

„თანამედროვე ეპოქაში მედიის კონტროლს აზრი არა აქვს“ - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა კვირის აქცენტებში გააკეთა.

მან მაგალითისთვის თურქეთი მოიყვანა და განაცხადა, რომ ერდოღანმა გააკონტროლა ყველა მედიასაშუალება, თუმცა, ყველა დიდი ქალაქი წააგო.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყანა დღეს არის უმძიმეს მდგომარეობაში და საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა არის ივანიშვილის თავიდან მოცილება.

„ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ იმით, რომ უნდა ვუთხრათ საკუთარ თავს, რომ არ ვართ მონები. გვამცირებს ეს კაცი,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები