18 მაისი 2024,   21:59
ვრცლად
მოქალაქეების უმეტესობა პარტიას ხმას ლიდერის გამო აძლევს და არა საარჩევნო პროგრამის გამო

საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა, ხმის მიცემისას არჩევანს პოლიტიკური ლიდერის სასარგებლოდ აკეთებს და არა პარტიის გამო.

„ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“ კვლევაში კითხვაზე -  "ხმის მიცემისას, უფრო მნიშვნელოვანია პარტიის საარჩევნო პროგრამა, თუ ლიდერების ვინაობა,"  გამოკითხულთა 46% ამბობს, რომ მნიშვნელობას პოლიტიკურ ლიდერს ანიჭებს.

39%-ისთვის კი ხმის მიცემის პროცესში მნიშვნელოვანია, პარტიის საარჩევნო პროგრამა.

ამავე კვლევაში, გამოკითხულ რესპონდენტთა 66% ამბობს, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამა არასოდეს წაუკითხავს. მხოლოდ 33% აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ პარტიების საარჩევნო გეგმას ეცნობა.

ამავე თემაზე
დღის ამბები