06 მაისი 2024,   12:21
ვრცლად
გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, თუ ბიზნესმენი ოპოზიციას დააფინანსებს მას საქმინობაში პრობლემები შეექმნება

„ფონდი ღია საზოგადობა საქართველო“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოკითხული რესპონდენტები, ქვეყანაში კორუფციის მაღალ მაჩვენებლებსა და უკანონო გარიგებებში მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობაზე საუბრობენ.

გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობის შეფასებით, თუ ბიზნესი ოპოზიციას დააფინანსებს, მას შესაძლოა ხელისუფლებამ დიდი პრობლემები შეუქმნას.

შესაბამისი კითხვა, რომელიც რესპონდენტებს დაუსვეს ასე ჟღერდა - "თქვენი აზრით, რამდენად შეუშლის ხელს დიდი ბიზნესის წარმატებას, თუ მისი მფლობელი ოპოზიციურ პარტიას აფინანსებს?"

რესპონდენტთა პასუხები ასე გადანაწილდა: 

26% ამბობს, რომ ძალიან შეუშლის;

36% ამბობს, რომ მეტნაკლებად შეუშლის;

მხოლოდ გამოკითხულთა 6% ფიქრობს, რომ ოპოზიციური პარტიების დაფინანსების გამო, ბიზნესმენს ბიზნესსაქმიანობაში ხელს არაფერი შეუშლის.

ამავე თემაზე
დღის ამბები