06 მაისი 2024,   12:06
ვრცლად
საქმე პოლიტიკურია, ევროპარლამენტარები შეშფოთებული არიან ამ საქმის გამოძიების ტემპებით - ბაჩანა შენგელია

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ევროპარლამენტარების წერილის იმ წერილს ეხმაურება, სადაც ევროპელი დეპუტატები პრემიერს კერზაიას საქმის დროულ და ობიექტურ გამოძიებას სთხოვენ.

კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ საქმეს პოლიტიკური მოტივი აქვს. შენგელიას თქმით, ევროპელი პარტნიორების დაინტერესება ამ საქმით, ნიშნავს იმას, რომ გამოძიება შემაშფოთებელი ტემპებით მიმდინარეობს. 

“ამ საქმეს ზოგადად პოლიტიკური მოტივი აქვს იმიტომ, რომ ეს საქმე არის თვითონ პოლიტიკური და პოლიტიკურ მიზანს ემსახურება და იმ მე-6 სკოლის ინსპექტირება და ეს სადამსჯელო ღონისძიება, შესაბამისად ეს საქმე ცალსახად არის პოლიტიკური და მე იმედს ვიტოვებ, რომ პროკურატურა არ ჩაებმება ამ პოლიტიკურ ინსინუაციებში, დაიწყებს უკვე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. სამწუხაროდ ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ უკვე ევროპარლამენტი და ჩვენი უცხოელი პარტნიორები არიან დაინტერესებული და შეშფოთებული ამ საქმის გამოძიების ტემპებით და უპრეცედენტოა.

"მე პირადად არ მახსენდება, როცა თეთრმეტმა ევროპარლამენტარმა 6 სხვადასხვა პარტიიდან პროკურატურას როდის მოუწოდა ბოლოს, რომელ საქმეზე გამოძიების წარმოება, შესაბამისად ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია,“ - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

დღეს გამოქვეყნებული ევროპარლამენტარების ორი წერილიდან  ერთით, ისინი მამუკა  ბახტაძეს მიმართავენ და საქართველოს 2018 წლის ყველაზე არადემოკრატიული არჩევნების გამო აკრიტიკებენ.

დოკუმენტში ცენტრალური ადგილი სხვა უხეშ დარღვევებთან ერთად, ია კერზაიას გარადაცვალებას ეთმობა. ევროპელი დეპუტატები საქართველოს პრემიერს ამ საქმის გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას სთხოვენ.

ევროპარლამენტარები ია კერზაიას საქმის შესახებ დეტალურად საუბრობენ და ამბობენ, რომ საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება. 

დღის ამბები