06 მაისი 2024,   14:44
ვრცლად
ბოსტონის სასამართლომ ჰოლივუდის ვარსკვლავების მონაწილეობით მიმდინარე საქმეზე მოსმენები დაიწყო

ბოსტონის სასამართლომ კოლეჯში მომხდარ სკანდალთან დაკავშირებით მოსმენები დაიწყო. სასამართლო სხდომაზე პირველი 13 ბრალდებული წარდგა, მათ შორის არიან ჰოლივუდის ვარსკვლავები ფილისიტი ჰაფმანი და ლორი ლაფლინი.

ბრალდებულებს ელიტურ უნივერსიტეტებში შვილების მოწყობის სანაცვლოდ ქრთამის მიცემაში ადანაშაულებენ. საუბარია სულ 25 მილიონ დოლარზე, ბრალდებულთა რაოდენობა კი, 50 ადამიანს აღწევს, საიდანაც 33 მშობელი და კოლეჯის მასწავლებელია.

სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ამერიკელი მსახიობები გააფრთხილა, რომ საქმის დეტალებზე შვილებთან არ ილაპარაკონ. ასევე, ყველა ბრალდებულს ჩამოართვეს პასპორტებიც.

დღის ამბები