02 მაისი 2024,   05:58
ვრცლად
აზერბაიჯანიდან საქართველოში უაქციზო სიგარეტის შემოტანისთვის 2 პირი დააკავეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა 2 პირი აზერბაიჯანიდან საქართველოში უაქციზო სიგარეტის შემოტანისას წითელ ხიდზე დააკავეს. 

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებულები არიან  საქართველოს მოქალაქეები - 1994 წელს დაბადებული ნ.ბ. და 1993 წელს დაბადებული გ.ნ.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 4 710 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს," - ნათქვამია ინფორმაციაში.  

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საქართველოში ჯგუფურად, უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები