06 მაისი 2024,   14:34
ვრცლად
გორში "Altaokay"-ის მაღაზია გაქურდეს - დამნაშავეები სავარაუდოდ არასრულწლოვნები არიან

გორში ტექნიკის ქსელური მაღაზია "Altaokay"​ გაქურდეს. განგაშის სიგნალი დილის 9 საათზე ამოქმედდა. დამნაშავეები სავარაუდოდ არასრულწლოვნები არიან. წინასწარი ინფორმაციით, მათ მაღაზიის ვიტრინა ქვით გატეხეს, შიგნით შევიდნენ და ტელეფონები მოიპარეს.

გორში "Altaokay"-ს​ მაღაზიის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. პირველად მაღაზიიდან 13 მობილური ტელეფონი წაიღეს. ამჯერად მიყენებული ზარალის ოდენობა კი უცნობია.

დღის ამბები