06 მაისი 2024,   12:33
ვრცლად
საზარელი მკვლელობა წყნეთში - შვილმა საკუთარ მამა ცივი იარაღით მოკლა

საზარელი მკვლელობა წყნეთში - შვილმა საკუთარ მამას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაპირისპირების შედეგად დაჭრილი გივი წერექაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, თუმცა მიზეზი უცნობია. მეზობლები ამბობენ, რომ მათ ხმაური არ გაუგიათ და წერექაშვილების ოჯახსაც არაკონფლიქტურად ახასიათებენ. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს. 65 წლის მამაკაცის ცხედარი კი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები