06 მაისი 2024,   11:20
ვრცლად
თელავის უნივერსიტეტში დაჭრილი თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს - ახალგაზრდას გამოკვლევები უტარდება

თელავის უნივერსიტეტში დაჭრილ ახალგაზრდას სამედიცინო გამოკვლევები უტარდება. 25 წლის ავთო კიკნაძე, რომელიც სასწავლებლის ეზოში ცეცხლსასროლი იარაღოთ დაჭრეს, თელავის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაშავებულს ორი ჭრილობა აქვს მიყენებული. მან ერთი გამჭოლი ჭრილობა მხრის, მეორე კი არაგამჭოლი ბარძაყის არეში მიიღო, თუმცა, ქირურგიული ჩარევა არ დასჭირვებია.

შეგახსენებთ, თელავის უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის მაგისტრანტს იარაღიდან ცოტა ხნის წინ ესროლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით დაიწყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები