02 მაისი 2024,   04:46
ვრცლად
დონალდ ტრამპმა ევროკავშირი "ბრექსიტის" საკითხის მიმართ მკაცრი პოზიციის გამო გააკრიტიკა

„ბრექსიტის“ გადავადებასთან დაკავშირებით ევროპელი ლიდერების გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპი გამოეხმაურა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ევროკავშირი დიდი ბრიტანეთისა და "ბრექსიტის" საკითხის მიმართ მკაცრი პოზიციის გამო გააკრიტიკა.

ტრამპი “ Twitter”- ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ევროპა შეერთებული შტატების მიმართაც სასტიკი სავაჭრო პარტნიორია და ეს მალე შეიცვლება. “ზოგჯერ, ცხოვრებაში ადამიანს სუნთქვის საშუალება უნდა მისცე, სანამ ეს ყველაფერი უკან საკბენად არ დაგიბრუნდება, “ - წერს დონალდ ტრამპი.

დღის ამბები