06 მაისი 2024,   13:55
ვრცლად
ცხენის და ვირის ხორცი ბაზრობაზე და საკვებ ობიექტებში - საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მხილებული ორი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი ამხილა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სხვადასხვა რეგიონში დაბალ ფასად ცხენისა და ვირის ხორცს იძენდნენ. შეძენილ   ხორცს თბილისში მდებარე ერთ-ერთ ობიექტზე ყოველგვარი რეგისტრაციისა და სანიტარული ნორმების დაცვის გარეშე ამუშავებდნენ და მის რეალიზებას ბაზრობებზე და  კვების ობიექტებზე საქონლის ხორცის სახით ახდენდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმროაბას ითვალისწინებს.

დღის ამბები