02 მაისი 2024,   07:55
ვრცლად
„ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ლონდონში დააკავეს

„ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ცნობით, ასანჟი სამართალდამცველებმა ლონდონში, ეკვადორის საელჩოში დააპატიმრეს.

დიპლომატიური მისიის შენობაში სამართალდამცველები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ეკვადორის ხელისუფლებამ 47 წლის ასანჟსს თავშესაფარი არ გაუგრძელა.

„ვიკილიქსის“ დამფუძნებელი საელჩოს, თითქმის, 7 წლის განმავლობაში აფარებდა თავს და ამ გზით ირიდებდა შვედეთში ექსტრადირებას, სადაც მას გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ.

ამ პერიოდში ასანჟის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ეკვადორს 5 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა. ჯულიან ასანჟის ექსტრადირებას ითხოვს შეერთებული შტატებიც, სადაც მას საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებისთვის სიკვდილით დასჯა ემუქრება.

დღის ამბები