06 მაისი 2024,   12:34
ვრცლად
პრემიერი საქართველოში პირველი მულტიპროფილური ლაბორატორიის ოფიციალურ გახსნას დაესწრო

საქართველოში პირველი მულტიპროფილური ლაბორატორია "მეგალაბი" დღეს ოფიციალურად გაიხსნა. პროექტი, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა, 20 მილიონი ლარით დააფინანსა.

ლაბორატორია, უნიკალურია საქართველოში, რადგან "მეგალაბში" ყველა ტიპის კვლევის და ტესტის ჩატარება არის შესაძლებელი. ლაბორატორიას შეუძლია დღეში 3 ათასი, წელიწადში 6 მილიონი ტესტის ჩატარება, მონაცემების სიზუსტეს კი უახლესი ციფრული ტექნოლოგიები განაპირობებს.

ლაბორატორიის გახსნას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. მამუკა ბახტაძეს თქმით, საქართველოში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ ქონის გამო ქვეყნიდან რამდენიმე მილიონი დოლარი გადიოდა.

„ჩვენთვის ამ პროექტს აქვს მნიშვნელობა ძალიან ბევრი მიზეზის გამო. პირველი გახლავთ ის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მსგავსი ტიპის კვლევები და ტესტები გახდება უფრო ხელმისაწვდომი. რა თქმა უნდა მას აქვს უზარმაზარი ეკონომიკური ეფექტიც. მინდა შეგახსენოთ, რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი გადიოდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჩვენ  საქართველოში არ გვქონდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ამასთან ერთად აღნიშნული პროექტი წარმოადგენს ჩვენი ხედვის ნაწილს, რომ სწორედ საქართველო უნდა გახდეს რეგიონისთვის ეკონომიკური ცენტრი,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები