02 მაისი 2024,   00:44
ვრცლად
ლონდონის სასამართლომ "WikiLeaks"-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი პატიმრობაში დატოვა

ლონდონის სასამართლომ ჯულიან ასანჟი პატიმრობაში დატოვა. "WikiLeaks"-ის დამფუძნებელს თავდების პირობის დარღვევა და სასამართლოში გამოუცხადებლობა ედება ბრალად.

გარდა ამისა ასანჟს და მის თანამზრახველ ჩელსი მენინგს, რომელმაც საიდუმლო დოკუმენტაციები გამოაქვეყნა, შეერთებული შტატები შეთქმულების მოწყობაში ადანაშაულებს.

"WikiLeaks"-ის ​დამფუძნებელი ლონდონში, ეკვადორის საელჩოში სწორედ ვაშინგტონის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. საელჩოს ის ბოლო 7 წელი აფარებდა თავს. თუმცა ეკვადორმა თავშესაფარი აღარ გაუგრძელა და მოქალაქეობაც ჩამოართვა. ასანჟის დაკავებიდან რამდენიმე საათში ეკვადორის დედაქალაქის აეროპორტში მისი მეგობარიც დააკავეს.

სავარაუდოდ უახლოეს მომავალში კიტოში ასანჟის თანამზრახველ ორ რუს ჰაკერსაც დააპატიმრებენ.

დღის ამბები