02 მაისი 2024,   03:00
ვრცლად
ისრაელის პირველი კოსმოსური ხომალდი მთვარეზე ვერ დაეშვა

ისრაელის პირველი კოსმოსური ხომალდი მთვარეზე ვერ დაეშვა. აპარატი " ბერეშეტი " დედამიწის თანამგზავრის ზედაპირზე ჩავარდა და დაიმტვრა.

ზონდის მთვარეზე დაშვება პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, თუმცა აპარატს ტექნიკური პრობლემები შეექმნა და მასთან კავშირი გაწყდა. რამდენიმე წუთში მისიის ხელმძღვანელებმა დაადასტურეს, რომ ზონდი მთვარის ზედაპირზე ვერ დასვეს.

ისრაელმა კოსმოსური აპარატი მთვარეზე 22 თებერვალს გაუშვა. მისიის წარმატების შემთხვევაში ის გახდებოდა მეოთხე ქვეყანა, რომელსაც დედამიწის თანამგზავრე საკუთარი ზონდი ექნებოდა.

პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უკვე განაცხადა, რომ ისრაელი მისიას არ წყვეტს და უახლოეს ორ წელიწადში მთვარეზე ახალი აპარატი გაიგზავნება.

დღის ამბები