19 მაისი 2024,   06:53
ვრცლად
51%-ის აზრით, ხელისუფლებას ელიტური კორუფციის ფაქტების გამოძიების ნება არ აქვს - TI-ის ​კვლევა 

ელიტური კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ საქმეები გამოიძიონ - ასე "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოკითხული მოსახლეობის 51 პროცენტი ფიქრობს.

არასამთავრობო ორგანიზაციის საკვლევ კითხვაზე - ხდება თუ არა კორუფციის შემთხვევების სათანადოდ გამოძიება, როდესაც მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება?

გამოკითხულების 51 პროცენტი ფიქრობს, რომ არ ხდება გამოძიება, 27 პროცენტი ამბობს, რომ ხდება გამოძიება, ხოლო 22 პროცენტმა არ იცის კითხვაზე პასუხი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ 2000 მოქალაქე გამოკითხა. კვლევის ცდომილება 2,3% ია.

ამავე თემაზე
დღის ამბები