06 მაისი 2024,   13:58
ვრცლად
მორიგი დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს სხდომაზე - დეპუტატებმა ერთმანეთს ამჯერად ტერენტის გრანელის ბიუსტის გამო სცემეს 

მორიგი ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს სხდომაზე. ამჯერად დეპუტატები ერთმანეთს, ბათუმში ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმის საკითხის განხილვისას დაუპირისპირდნენ. 

დადგენილების პროექტში ტერენტი გრანელი მოხსენიებული იყო, როგორც ქართული პროზის გამორჩეული წარმომადგენელი. განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი პატარაძემ ტერენტი გრანელი პროზაიკოსად მოიხსენია, რის შემდეგაც ოპოზიციამ მოითხოვა განმარტება, ეს იყო ტექნიკური შეცდომა, თუ უმრავლესობა ტერენტი გრანელს როგორც პროზაიკოსს იცნობს.  ​​

ფიზიკური დაპირისპირება კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის მირდატ ქამადაძის კითხვას მოჰყვა. დეპუტატმა განათლების კომისიის თავმჯდომარეს ჰკითხა, ტერენტი გრანელი პოეტი იყო თუ პროზაიკოსი. 

დაპირისპირებისას დეპუტატი რომან ზოიძე დაშავდა. მას თავი გაუტეხეს. დეპუტატს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, თუმცა ექიმებმა მისი საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები