06 მაისი 2024,   11:56
ვრცლად
მოსამართლემ დავით კირკიტაძის საქმეში დაცვის მხარის შუამდგომლობა პროცესის საზოგადოების თანდასწრებით ჩატარებაზე არ დააკმაყოფილა

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი დღეს დახურულ რეჟიმში გაიმართა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა პროცესის საზოგადოების თანდასწრებით ჩატარებაზე არ დააკმაყოფილა. სხდომა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვითა და მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდა.

დავით კირკიტაძის ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი მიიჩნევს, რომ პროცესების დახურულ რეჟიმში გამართვის სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

„დღეს გაგრძელდება მტკიცებულებათა გამოკვლევა, მოგეხსენებათ ბრალდების მტკიცებულებებს ვიკვლევთ და სავარაუდოდ გავაგრძელებთ მოწმეთა დაკითხვას. მიგვაჩნია, რომ სამართლებრივი საფუძველი, რომ მთლიანად პროცესები ბოლომდე იქნეს დახურული არ არსებობს. შევხედავთ მოსამართლე რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ არა და ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ გაიხსნას სხდომა," - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

დღის ამბები