02 მაისი 2024,   02:50
ვრცლად
სკოლებში ქართული საგალობლების შესწავლა სავალდებულო ხდება

სკოლებში ქართული საგალობლების შესწავლა სავალდებულო ხდება. ახალი პროგრამის შემოღების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ეროვნულ მუზეუმში ისაუბრა.

მამუკა ბახტაძეს ამ თხოვნით საქართელოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რამდენიმე დღის წინ მიმართა.

მამუკა ბახტაძემ განცხადება მე-10 საუკუნის სამუსიკო ნიშნების კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე გააკეთა. ეროვნულ მუზეუმში შეკრებილებს ანჩისხატის გუნდის წევრებმა მიქაელ მოდრეკილის ნევმური სისტემის შესახებ საკუთარი კვლევა გააცნეს.

„ჩვენი სურვილი და მოწოდება არის ის, რომ საქართველოში, ყველგან, ყველა დასახლებულ პუნქტში ისწავლებოდეს ქართული ფოლკლორი და მათ შორის ჩვენი უნიკალური საგალობლები,“- განაცხადა ბახტაძემ.

დღის ამბები