02 მაისი 2024,   01:26
ვრცლად
იქ მოვიდა ის ხალხი, ვინც იყო „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი და იმ ადამიანებს ეუბნები ბარიერს ვერ გადალახავ - ბესელია კობახიძეს პასუხობს 

მმართველი გუნდიდან დემარშით წასული ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც „დაიცავი საქართველოს“ პოლიტიკურ მომავალს და შანსებს ეხებოდა.

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „დაიცავი საქართველო“ იმ სახეებით, რომლებიც ფილარმონიაში იყვნენ წარმოდგენილნი, არჩევნებზე 3%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ.

ეკა ბესელიას განცხადებით, იქ იყვნენ შეკრებილი ადამიანები, რომლებიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ და მათთვის თქმა, რომ ბარიერს ვერ გადალახავ, არასწორია.

ბესელიას თქმითვე, შეკრებილებმა პარლამენტს მმართველ გუნდს მოუწოდეს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები ხალხთან ერთად გადაწყვიტოს და არა ერთპიროვნულად.

Image result for ეკა ბესელია„დაიცავი საქართველო“ ეს არ არის პოლიტიკური პარტია, ეს საზოგადოებრივი მოძრაობაა და იქ ხალხი იკრიბებოდა. იქ მათ შორის იყო ღარიბაშვილის და მმართველი პარტიის წარმომადგენლების ამომრჩევლები. ამომრჩეველ ეუბნები ბარიერს არ გადალახავ. იქ მოვიდა საზოგადოება, მოვიდა ის ხალხი, ვინც იყო „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი და იმ ადამიანებს ეუბნები რა ბარიერს გადალახავ. რა დროს ეგ არის, როდესაც საზოგადოება იკრიბება და წუხს იმაზე, რაც სასამართლოში ხდება.

დღეს ამ პარლამენტს მოუწოდა იქ შეკრებილმა საზოგადოებამ, რომ სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები, გადაწყვიტოს ისე, როგორც ხალხს უნდა და არა ისე, როგორც უნდა ვიწრო ჯგუფს ადამიანებისას და პირველ რიგში იმ ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედებს,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები