19 მაისი 2024,   23:57
ვრცლად
"კარგი იქნება, თუ ბატონი ვასილი არ აყვება თავისი არაკომპეტენტური თანამშრომლების ბოდვებს,“ - ირაკლი ხმალაძე "ფრესკოს" დამფუძნებლის ბრალდებებს პასუხობს  

არავინ ამ ფართის ყიდვას მას არ აიძულებს - თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე „ფრესკოს“ დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის ბრალდებებს პასუხობს.

თბილისის ვიცე მერს მძიმე ბრალდებები სუპერმარკეტების უმსხვილესი ქსელის - "ფრესკოს" დამფუძნებელმა გუშინ წაუყენა.

Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში ვასილ სოფრომაძე ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს. სოფრომაძე კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს და ყვება, როგორ აიძულებდნენ თბილისი ვიცე-მერის სიმამრის კუთვნილი ფართის არასაბაზრო ფასად შეძენას. 

ხმალაძე სოფრომაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას „სამარცხვინოს“ უწოდებს. ვიცე-მერი ამბობს, რომ ეს მხოლოდ რეკომენდაცია იყო და სოფრომაძეს შეუძლია საერთოდ არ გაითვალისწინოს ის. 

„სოფრომაძეს,  მე მგონი უნდა სცხვენოდეს ასეთი განცხადების და ასეთი საქციელის. ფრესკოს შეუძლია სხვა ხარვეზები გაასწოროს, რომელიც მის პროექტს აქვს, ეს რეკომენდაცია არ მიიღოს მხედველობაში და ჩააბაროს, აიღებს მშენებლობის ნებართვას და მერე მგონია, რომ სინანულის გრძნობა გაუჩნდება, თუმცა არ მგონია, რომ ადამიანობა ეყოს და ეს საჯაროდ გამოხატოს. იქ არის მცირე ზომის ნაკვეთი  და დგას ე.წ. ბარაკი, რომელიც არ ეკუთვნის ჩემს სიმამრს, ეკუთვნის რამდენიმე თანამესაკუთრეს და ერთ-ერთი მესაკუთრე არის ჩემი სიმამრიც, რომელიც ცხოვრობს იქ, ერთი თუ ორი ოთახი აქვს და საკმაოდ კარგად გრძნობს თავს და არსად წასვლას არ აპირებს. არავინ ამ ფართის ყიდვას მას არ აიძულებს. თვითონაც არ უთქვამს მგონი იძულება და კარგი იქნება, თუ ბატონი ვასილი არ აყვება თავისი არაკომპეტენტური თანამშრომლების ბოდვებს,“ - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები