04 მაისი 2024,   15:08
ვრცლად
"ფრესკოს" დამფუძნებლის ახალი ბრალდებები ხელისუფლებას - სოფრომაძე სახელმწიფო მოხელეებს ზეწოლაში ადანაშაულებს

ფრესკოს დამფუძნებლის ახალი ბრალდებები ხელისუფლების წინააღმდეგ. ვასილ სოფრომაძე სახელმწიფო მოხელეებს მორიგ ზეწოლაში ადანაშაულებს და თბილისის მერიის მაღალჩინოსნებზე მიანიშნებს.

თბილისი ვიცე მერს მძიმე ბრალდებები სუპერმარკეტების უმსხვილესი ქსელის - ფრესკოს, დამფუძნებელმა დღეს წაუყენა. Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში ვასილ სოფრომაძე ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს. სოფრომაძე კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს და ყვება, როგორ აიძულებდნენ თბილისი ვიცე მერის სიმამრის კუთვნილი ფართის არასაბაზრო ფასად შეძენას.

ვინ არის მერიის მაღალჩინოსანი, რომელზეც ვასილ სოფრომაძე საუბრობს, კურიერმა გაარკვია.

ფრესკოს დამფუძნებელი კახი კალაძის მოადგილეს, ირაკლი ხმალაძეს, ადანაშაულებს.

ხმალაძის სიმამრი გივი მცხვეთაძე მართლაც ფლობს ქონებას წერეთლის გამზირის მიმდებარედ. სავარაუდოდ, სოფრომაძეს ფართის ყიდვას სწორედ ამ ტერიტორიაზე აიძულებდნენ.

იმას, რომ ფრესკოს გახსნისთვის სოფრომაძემ რეკომენდაცია ოფიციალურად მიიღო, ადასტურებენ მერიაშიც. კალაძის უწყებაში ამბობენ, რომ პროცედურა სტანდარტულია და დამთხვევაა, რომ მითითებული ფართი მერის მოადგილის სიმამრის იყო.

ღია განცხადება ბიზნესის შევიწროებაზე არ გაკვირვებიათ ოპოზიციაში, სადაც ამბობენ, რომ პრობლემა სისტემურია.

პოლიტიკოსების თქმით, ხელისუფლება დევნის ყველას, ვინც კორუფციულ გარიგებებში არ მონაწილეობს და ღიად უპირისპირდება.

 

დღის ამბები