26 აპრილი 2024,   06:20
ვრცლად
ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა და უკანონო თვალთვალი - presa.ge ზუგდიდის მერიის მაღალჩინოსანს ამხელს

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა და უკანონო თვალთვალი - ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო presa.ge ავრცელებს. გიორგი კაპანაძე ყვება, რომ ზუგდიდში itv-ის გადამღებ ჯგუფს ზუგდიდის მერის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი და "ქართული ოცნების" მხარდამჭერი გიორგი ჯანაშია უთვალთვალებდა. ის ჟურნალისტებზე ფარულ ფოტო-ვიდეო გადაღებას აწარმოებდა. presa.ge-s ხელმძღვანელი ფაქტის შესახებ სახალხო დამცველს დღეს მიაწვდის ინფორმაციას. გიორგი კაპანაძე პროკურატურისგან გამოძიებასაც მოითხოვს.

"ეს არის უკანონო თვალთვალი, ეს არის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა და ეს არის ქართული ოცნების სახე,"-აცხადებს გიორგი კაპანაძე.

დღის ამბები