26 აპრილი 2024,   06:19
ვრცლად
არჩევნებში გამარჯვებულმა ოპოზიციის კანდიდატმა სტამბოლის მერის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა

არჩევნებში გამარჯვებულმა ოპოზიციის კანდიდატმა სტამბოლის მერის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.

მიუხედავად იმისა, რომ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პარტია მარცხს არ აღიარებს და ხმების გადათვლას ითხოვს, ეკრემ იმამ-ოღლუ მუშაობას უკვე შეუდგა. სტამბოლის ახალმა მერმა პირობა დადო, რომ ქალაქში არ დაუშვებს კორუფციას და 16 მილიონი ადამიანის კეთილდღეობაზე იზრუნებს.

ბოლო 25 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ერდოღანის პარტიამ სტამბოლზე კონტროლი დაკარგა. ოპოზიციის კანდიდატმა თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდის კანდიდატიც და ქვეყნის ყოფილი პრემიერი - ბინალი ილდირიმიც დაამარცხა. სტამბოლის გარდა ერდოღანის პარტია კიდევ რამდენიმე მსხვილ ქალაქში დამარცხდა.

დღის ამბები