26 აპრილი 2024,   06:25
ვრცლად
შეურაცხყოფილი დავრჩი, კითხვას ვსვამდი და ეღიმებოდა ქალბატონ მინისტრს - დუისში გამართული შეხვედრა ერთ-ერთმა მონაწილემ პროტესტის ნიშნად დატოვა

მინისტრების შეხვედრა პანკისელ მოსახლეობასთან - დუისის კულტურის სახლში სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და ის მედიისგან დახურული იყო. ხეობაში მცხოვრებ ახალგაზრდებს, ქალთა და უხუცესთა საბჭოების წარმომადგენლებს, ხეობაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ინფორმაცია ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა მიაწოდეს.

ახალგაზრდების ერთი ნაწილი აცხადებდა, რომ კითხვა-პასუხი ძირითადად ჰესების მშენებლობის საკითხს შეეხებოდა. მათივე თქმით, შეხვედრის შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ და დისკუსიას ძირითადად საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.

„ჰესების საჭიროებებზეა საუბარი და მე როდესაც ეს საკითხი ავწიე, შეურაცხყოფილი დავრჩი იმ დამოკიდებულებით, როცა კითხვას ვსვამდი და ეღიმებოდა და ეცინებოდა ქალბატონ მინისტრს და ასე ვთქვათ ამის შემდეგ მე შეხვედრა დავტოვე იმის გამო რომ რეალურად არასერიოზული დამოკიდებულება იყო. და შემდეგ განვითარებული ის ხაზი, რომ აი ის მოწინააღმდეგეები, ეს წინააღმდეგობა ზოგადად ჰესებთან დაკავშირებით არის გარე ქვეყნებიდან მართული,“-განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა სულხან ბორძიკაშვილმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჰესებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა მაია ცქიტიშვილმაც. ვიცე-პრემიერის განცხადებით ეს საკმაოდ სენსიტიური და საინტერესო საკითხია. მისი თქმით შეხვედრაზე იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობა. 

დღის ამბები