02 მაისი 2024,   04:31
ვრცლად
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები - საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები მეორე ტურს დადებითად აფასებენ

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს დადებითად აფასებენ. ევროპარლამენტისა და ეუთო-ს წარმომადგენელთა განცხადებით, მეორე ტური უკრაინელი ხალხის საერთო გამარჯვება იყო.

საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, უკრაინაში არჩევნები ორგანიზებულად ჩატარდა და არ გამოვლინდა სერიოზული დარღვევები.

დღეს შემაჯამებელი ბრიფინგი გამართეს იმ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების როგორც პირველ, ისე მეორე ტურს აკვირდებოდნენ.

„მინდა მივულოცო უკრაინელ ხალხს დემოკრატიისადმი ერთგულება, რაც დემონსტრირებული იყო კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარებით. მათ თავისუფალ გარემოში გააკეთეს არჩევანი. მივესლამებით მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან სახელმწიფოებრივ ნაბიჯს, რომ ის დათანხმდა უკრაინელი ხალხის არჩევანს. გუშინდელი არჩევნები უკრაინელი ხალხის გამარჯვებაა,“ - განაცხადა ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის წევრმა, რებეკა ჰარმსმა.

უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებს დადებითად აფასებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი.

„ყველას, საერთაშორისო მისიაში უხარია, რომ უკრაინამ ამ რთულ ვითარებაში, რომელშიც ის არის, ეს არის აგრესია რუსეთის მხრიდან, დონბასში მიმდინარე კონფლიქტი, შიდა პრობლემები, კორუფცია, სიღარიბე და სხვა, მოახერხა მაღალი სტანდარტით ჩაეტარებინა ეს მეორე ტური, ამას ხაზს ვუსვამ, იმიტომ რომ მეორე ტური, სამწუხაროდ, საქართველოში ვერ ჩატარდა იმგვარად, როგორიც უნდა ჩატარებულიყო“ - აცხადებს გიგი წერეთელმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები