02 მაისი 2024,   07:34
ვრცლად
სოფელ მეჯვრისხევიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული მწყემსი თავისუფალია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევიდან გატაცებული მწყემსი თავისუფალია. ის რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს. 

45 წლის გოჩა ფიდიური სოფლის მიმდებარედ ოკუპანტებმა იმ დროს აიყვანეს, როცა ის საქონელს აძოვებდა.

მწყემსი, სავარაუდოდ, ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.  მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედებოდა. 

დღის ამბები