02 მაისი 2024,   04:07
ვრცლად
ვინ დგას ჰესი "ხადორი 3"-ის უკან - მშენებელი კომპანიის მფლობელი ივანიშვილის გარდა, მედვედევის ფავორიტ ბიზნესმენებთან არის დაკავშირებული

ვინ დგას "ხადორი 3"-ის უკან, რომლის მშენებლობის დასაწყებად შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში შეიარაღებული სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანა. "ალაზანი ენერჯი," რომელიც ახლა პანკისში ელოდება მშენებლობის დაწყებას, ქვეყნის მასშტაბით ჰესების უმეტესობის მშენებელი „ფერის“ შვილობილი კომპანიაა. შპს "ფერი" კი ყოფილი პრემიერის ბიზნეს პარტნიორია. კიდევ ერთ ენერგო პროექტს ისინი ერთობლივად რაჭაში ახორციელებენ. ონის კასკადში თანხის ნაწილს სწორედ ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი ჩადებს. "კურიერმა" გაარკვია, რომ ქართველი ოლიგარქის გარდა, „ფერის“ მფლობელს მჭიდრო და ახალო ბიზნეს კავშირები აქვს რუსეთის პრემიერის დიმიტრი მედვედევის ფავორიტ ბიზნესმენთან. სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ პანკისის ხეობაში ძალის დემონსტრირებით ხელისუფლებას იმის ჩვენება უნდოდა, რამდენად შორს წავა თუ მომგებიანი ბიზნეს პროექტებს ხელისუფლება პროტესტით შეხვდება.

პანკისში ჰესების მშენებლობაში პრობლემას ხედავენ გარემოსდამცველები, ამბობენ რომ ახალმა ჰიდროელექტროსადგურებმა შესაძლოა სოფლები წყლის გარეშე დატოვოს. ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ კვლევები, რომელიც ტარდება, ზედაპირულია და რისკების რეალური გათვლები არ არსებობს.

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები