06 მაისი 2024,   11:52
ვრცლად
განგაში სიდნეის ოპერის სახლში - ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მაშველებმა 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუირება მოახდინეს

განგაში სიდნეის ოპერის სახლში - ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მაშველებმა 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუირება მოახდინეს.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან მაშველების და პოლიციის მობილიზაცია მას შემდეგ გამოცხადდა, რაც სახანძრო სამსახურმა ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის დროს გაზის მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირა.

ოფიციალური პირები დეტალებს  არ აკონკრეტებენ, თუმცა მედია წერს, რომ გაზმა მას შემდეგ გაჟონა, რაც სარემონტო სამუშაოების დროს ერთ-ერთი მილი დაზიანდა.

მომხდარის გამო მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტა. ინცინდენტის დროს არავინ დაშავებულა.

დღის ამბები