26 აპრილი 2024,   07:07
ვრცლად
აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯში ტურისტები შეუშვეს, თუმცა ფოტო-ვიდეოს გადაღების უფლება აეკრძალათ 

დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის მოსანახულებლად ჩასულ ტურისტებს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ფოტო-ვიდეო გადაღების საშუალებას არ აძლევენ. კლდეში ნაკვეთ კომპლექსამდე მისასვლელი გზა დღეს დროებით გაიხსნა და აზერბაიჯანულმა მხარემ დილით მომლოცველებს დავით გარეჯის გამოქვაბულებამდე მისვლის უფლება მისცა. უნიკალური ძეგლის სანახავად დილიდან დაიწყეს ჩასვლა დავით გარეჯში ტურისტებმა, თუმცა მათ ეკრძალებათ ფოტოს გადაღება, რადგან აზერბაიჯანელი მესაზღვრეების თქმით, ეს ტერიტორია მათია.

ტურისტების თქმით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მათ კითხვებს არ პასუხობენ და არც ფოტოების გადაღების უფლებას აძლევენ.

„გუშინ გავიგეთ, რომ გაიხსნა უდაბნოსკენ ამოსასვლელი ბილიკი და ძალიან გაგვიხარდა და გზაზეც არანაირი დაბრკოლება არ ყოფილა, ფიზიკურად, რა თქმა უნდა, დგას მეორე მხარე მესაზღვრეების, აზერბაიჯანული მხარე, თუმცა ფიზიკურად გავლაში პრობლემა არ გვქონია,“ - განაცხადა ერთ-ერთმა გიდმა.

დავით გარეჯში მყოფი სასულიერო პირი ამბობს, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან ბილიკების გაყვანა ისევ გრძელდება.

„ბილიკებზე მუშაობა გრძელდება, დაახლოებით, 5 კაცი დღეს დილით ისევ აგრძელებდა ამ ბილიკების შენებას. ანუ ეს არის დროებითი გადაწყვეტილება, ეს არ არის საფრთხის მოგვარება, აღმაშფოთებელი ფაქტია. შეშვება-არშეშვება ეს საერთოდ სცილდება ყველა ნორმას ურთიერთობისა, მით უმეტეს თუ ვლაპარაკობთ, რომ მეზობელი და მეგობარი სახელმწიფოა. ეს არც მეგობრობაა, არც მეზობლობაა,“ - განაცხადა სასულიერო პირმა. 

დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 4-დღიანი ჩაკეტვის შემდეგ მხოლოდ 15 მაისამდე გაიხსნა. „კურიერთან“ საუბრისას აზერბაიჯანელ მესაზღვრეები ამბობენ, რომ კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსამდე ხალხს მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე შეუშვებენ, 5 მაისიდან კი შესაძლებელია გზა ისევ ჩაკეტონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები