02 მაისი 2024,   21:30
ვრცლად
იაპონიაში იმპერატორ აკიჰიტოს გადაგომისთვის ემზადებიან

იაპონიაში იმპერატორ აკიჰიტოს გადადგომისთვის ემზადებიან. ცერემონია იმპერატორის სასახლეში ხვალ გაიმართება, რის გამოც ტოკიოში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. სამართალდამცველები ტურისტების თავშეყრის ადგილებს ძაღლებთან ერთად  ამოწმებენ, მყვინთავები კი საეჭვო ნივთებს სასახლის გარშემო მდებარე თხრილებში ეძებენ.

იაპონური მედიის ცნობით, რამდენიმე დღის წინ იმპერატორ აკიჰიტოს 12 წლის შვილიშვილის საკლასო მერხზე ორი დანა იპოვეს. იაპონიის ახალი მონარქის ინტრონიზაციის ცერემონია პირველ მაისს გაიმართება და ამ დღეს ქვეყანაში ახალი, "რეივას" ეპოქა დაიწყება.

სასახლის ტერიტორიაზე გარკვეული პერიოდით  მოქალაქეების შეშვებაც შეიზღუდება.

დღის ამბები