06 მაისი 2024,   11:39
ვრცლად
იაპონიის იმპერატორი ტახტს ტოვებს 

იაპონიის იმპერატორმა ტახტიდან გადადგომის რიტუალის შესრულება დაიწყო. ტრადიციის თანახმად აკიჰიტო კასიკო-დოროს ტაძარს ესტუმრა, სადაც მზის ღმერთს, ამატერასუს, საკუთარი გადაწყვეტილება უნდა გააცნოს. გადმოცემის თანახმად საიმპერატორო დინასტია სათავეს სწორედ ამ ღვთაებისგან იღებს.

ტაძარში რიტუალების დასრულების შემდეგ, ტახტიდან გადადგომის ცერემონია უკვე ტოკიოს სასახლეში გაგრძელდა. ისტორიულ ღონისძიებას იაპონიის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.

ცერემონიების დასრულების შემდეგ 85 წლის აკიჰიტო ოფიციალურად დატოვებს ტახტს და ყველა ღონისძიებაში მონაწილეობის უფლებას დაკარგავს. ის საკუთარი შვილის ნარუხიტოს ტახტზე ასვლის რიტუალებსაც კი ვერ დაესწრება.

დღის ამბები