02 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
მოზარდების ინტოქსიკაცია - ბათუმის საავადმყოფოში სკოლიდან 9 მოსწავლე გადაიყვანეს

ინტოქსიკაციის დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში ერთდროულად 9 მოზარდი გადაიყვანეს. ყველა მათგანი ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ერთი კლასის მოსწავლეა. პაციენტებს ღებინება და გულისრევა აღენიშნებოდათ. რამდენიმესაათიანი სამედიცინო დაკვირვებისა და პროცედურების ჩატარების შემდეგ ექიმებმა ბავშვებს სახლში წასვლის უფლება მისცეს. მომხდარ შემთხვევას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდოლოგიური განყოფილება სწავლობს.

დღის ამბები