02 მაისი 2024,   08:02
ვრცლად
თავდაცვის ბიუჯეტის შემცირება და სოციალური პროგრამების გაზრდა - "პატრიოტთა ალიანსი" საინფორმაციო აქციისთვის ემზადება

27 მაისიდან პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ საინფორმაციო აქციებს იწყებს.  სპორტის სასახლეში გამართული პარტიის ყრილობის შემდეგ, პარტიის ლიდერებმა პერმანენტული აქციები დააანონსეს და მთავარ მოთხოვნებზეც ისაუბრეს. მათი თქმით ახლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო ნეიტრალიტეტი და თავდაცვის ბიუჯეტის ნაწილის სოციალური პროგრამებია. „პატრიოტთა ალიანსი“ დიდ შეკრებას თავისუფლების მოედანზე 15 ივნისს გეგმავს.

"მთლიანი შიდა პროექტის 2.2 % ჩვენ გამოყოფილი  გვაქვს ნატო-ს სტანდარტებით თავდაცვისთვის. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ტიპის ქვეყანა ორიენტირებული უნდა იყოს უფრო სოციალური პრობლემების მოგვარებაზე ვიდრე ასეთი მასშტაბის თავდაცვის დაფინანსებაზე,“-განაცხადა ირმა ინაშვილმა. 

დღის ამბები