ტერეზა მეი ოპოზიციას მოუწოდებს, უთანხმოება გვერდზე გადადონ და ბრექსითის გარიგებასთან დაკავშირებით შეთანხმდნენ. განცხადება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივ არჩევნებში მმართველი კონსერვატიული პარტიისა და მთავარი ოპოზიციური გაერთიანების, ლეიბორისტების წარუმატებლობის შემდეგ გააკეთა.
კონსერვატორებმა 248 ადგილობრივი საბჭოდან 49-ზე კონტროლი დათმეს და საერთო ჯამში, ათას 300-ზე მეტი მანდატი დაკარგეს, ლეიბორისტებს კი საბჭოებში 82-ით ნაკლები დეპუტატი ეყოლებათ.
ტერეზა მეის შეფასებით, რეგიონული არჩევნების შედეგი სწორედ ბრექსითის გაჭიანურების გამო, მოსახლეობის იმედგაცრუების გამოხატულება იყო.