02 მაისი 2024,   06:17
ვრცლად
თბილისში ჰააგის სასამართლოს და პროკურორ ფატუ ბენსუდას წარმომადგენლები ჩამოდიან

საქართველოში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და პროკურორ ფატუ ბენსუდას ოფისის წარმომადგენლები ჩამოდიან.

დელეგაცია თბილისში რამდენიმე საათში ჩამოვა. ოფიციალური შეხვედრები კი ხვალიდან დაიწყება.

დაგეგმილია სტუმრების შეხვედრა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. უცხოელი ექსპერტები 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ, მედიის კითხვებსაც უპასუხებენ. სამუშაო ვიზიტი 5 დღე გაგრძელდება. 

დღის ამბები