10 მაისი 2024,   00:20
ვრცლად
КГБ-ს ​ ყოფილი მაღალჩინოსანი სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილედ - შს ყოფილი მინისტრი ფიცხელაურის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნას ეხმაურება 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ეტაპისთვის არ აკონკრეტებენ ინიშნება თუ არა უწყების ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე, საბჭოთა КГБ-ს მაღალჩინოსანი შენგელი ფიცხელაური. "კურიერის" ინფორმაციით, შევარდნაძის დროინდელი ოდიოზური სამართალდამცველი ძალოვან უწყებაში ბრუნდება.

შენგელი ფიცხელაურის სუს-ის უფროსის მოადგილედ შესაძლო დანიშვნას დადები​თად აფასებს ყოფილი ძალოვანი მინისტრი. დილარ ხაბულიანის განცხადებით, შენგელი ფიცხელაური თავისი საქმის სპეციალისტი და გამოცდილი კადრია.

„ყოფილი სპორტსმენია, გენერალია როგორც მე ვიცი და ძალიან კარგი ადამიანია და კარგი სპეციალისტია. ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენი ხელისუფლების დროსაც მუშაობდა  სასამართლოს თავმჯდომარე იყო,“-განაცხადა დილარ ხაბულიანმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები