10 მაისი 2024,   03:23
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე - ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას კიდევ ერთხელ ითხოვს

2017 წლის დეკემბერში, პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას კიდევ ერთხელ მოითხოვს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე ამბობს, ერთადერთი სწორედ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაა, რომელიც შეძლებს ამ საქმეზე ობიექტური გამოძიება წარმართოს.

Related image„შეუძლებელია, რომ გამოძიება იქნას წარმართული ობიექტურად. ერთადერთი მექანიზმი, ეს არის პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. იმის მიუხედავად, რომ მესამე კვირა გადის სხდომისა და დაპირებული იქნა, რომ ეს საკითხი იქნებოდა ერთ-ერთი პირველი განხილული დღემდე მისი განხილვა ვერ მოხერხდა. 

ჩვენ ვაყენებთ კატეგორიულად საკითხ, რომ მომავალი კვირის განმავლობაში , აუცილებლად უნდა იქნას ეს  განხილული და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს კომისია შეიქმნება, რადგან ახალი რეგლამენტით სჭირდება მხოლოდ 50 ხმა და იმედი გვაქვს ,რომ პარლამენტში მოიძებნება 50 პრინციპული და წესიერი დეპუტატი,“-განაცხადა რომან გოცირიძემ. 

 საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს "ევროპული საქართველოც". სერგო რატიანის განცხადებით, საზოგადოებაში და კონკრეტულად პანკისის ხეობაში არსებობს აზრი, რომ სამართალდამცველებმა დანაშაული ჩაიდინეს, მისი თქმით, ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. 

Image result for სერგო რატიანი

  „არსებობს საზოგადოებაში აზრი, რომ სამართლდამცველებმა ჩაიდინეს დანაშაული, ასეთი აზრი არსებობს პანკისის ხეობაშიც.უბრალოდ, აუცილებელი არის, რომ ამ საქმეს მოეფინოს ნათელი და გავარკვიოთ ვინ არის დამნაშავე,“-აცხადებს სერგო რატიანი.

 

დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ ის ამ ეტაპზე მაინც გამოძიების შედეგებს ელოდება. მისი განცხადებით, საჭიროა, სამართალდამცველმა ორგანოებმა ამ საქმეზე წარმოებული გამოძიების შესახებ ანგარიში წარმოადგინონ. 

კობა ნარჩემაშვილი-ის სურათის შედეგი„საკმაოდ დიდი დროა გასული, მოვთხოვოთ ანგარიში სამართალდამცველ ორგანოებს. გავეცნოთ ამ ანგარიშს და თუკი რაიმე დარჩება ამის შემდეგ ვიმსჯელოთ. კონკრეტულ ეტაპზე მე მაინც ველოდები ამ საქმესთან დაკავშირებით  ორგანოებისგან"-აცხადებს ნარჩემაშვილი.

რაც შეეხება მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებას, რომ მას სოციალური ქსელით ატყობინებენ იმ სპეცრაზმელის ვინაობას,რომელმაც ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია მოახდინა. ნარჩემაშვილი ამბობს, რომ ეს ძალიან სახიფათო პროცესია, რაც პირველ რიგში სახელმწიფოს აზიანებს. 

„ძალიან სახიფათო პროცესია და ცალკე საგამოძიებო თემაა, რადგან იდენტიფიცირება სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის არის ყოვლად დაუშვებელი და ცალკე გამოძიებაა ამაზე ჩასატარებელი, იმიტომ რომ ეს პირდაპირ არის სახელმწიფოებრივი საკითხი.შესაძლებელია დამნაშავე არის დამგეგგმავი, მაგრამ შეუძლებელია,რომ ადამიანი რომელიც მოქმედებს ინსტრუქციით მას ედავებოდა და მისი იდენტიფიცირება ხდებოდეს. ეს ფაქტი ძალიან დააზიანებს სპეცდანიშნულების რაზმის შემდგომ ქმედებებს“-აცხადებს ნარჩემაშვილი. 

პარლამენტის ფრაქცია ”პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების” წევრი, მირიან წიკლაური კი ამბობს,რომ რადგან გამოძიება მიმდინარეობს, ამ ეტაპზე, სწორი არ იქნება ამ პროცესში ჩარევა.

დღის ამბები