10 მაისი 2024,   00:26
ვრცლად
სასურველი იყო ელაპარაკა მაშინ, როდესაც თანამდებობაზე იყო - ოპოზიცია ეკონომიკის ყოფილ მინისტრს პარლამენტში ელოდება

ქობულიას სკანდალური განცხადებები - ოპოზიცია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის პარლამენტში მისვლას და ახსნა-განმარტებების მოსმენას ითხოვს.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ქობულია ერთადერთი მინისტრია, რომელმაც თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მიზეზებზე და მთავრობაში არსებულ პრობლემებზე საუბარი გაბედა. 

„განსხვავებით სხვებისგან, რომლებმაც აირჩიეს კონფორმიზმის გზამ, ნაშოვნი ფულის, შენარჩუნების და ხელისუფლებასთან დაპირისპირებას თავი აარიდეს. ელემენტარული კრიტიკაც კი არ გაგვიგონია ხელისუფლების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ამ 7 წლის განმავლობაში 50-მდე მინისტრი იქნა შეცვლილი, მან გაბედა და არ წავიდა საკუთარი განცხადებით და დაარღვია ის ტრადიცია, როდესაც მინისტრს უშვებდნენ და წერდნენ ხოლმე, რომ განთავისუფლდა საკუთარი განცხადებით,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ კი გუნდში არსებულ პრობლემებზე ქობულია მინისტრობის დროს ისაუბრებდა.

„სამწუხაროა, უბრალოდ, რომ ისინი ასეთ გულწრფელ აღიარებებს იწყებენ მას შემდეგ, რაც ტოვებენ თანამდებობებს და სასურველი იყო, რომ ბატონ ქობულიას ამის თაობაზე ელაპარაკა მაშინ, როდესაც ის თანამდებობაზე იყო. ბიძინა ივანიშვილის მთავრობა სავსე არის კორუფციით და ამაში ჩვენს საზოგადოებას ეჭვი არ ეპარება და ბუნებრივია, რასაც მასთან დაკავშირებით ბატონი ქობულია საუბრობს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გადაწყვეტილებები მთავრობის შიგნით მიიღება ბიძინა ივანიშვილის გარშემო კლანის სასარგებლოდ,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები