10 მაისი 2024,   07:21
ვრცლად
თუ ხარ საქმის სპეციალისტი და გაგაჩნია ცოტა თავმოყვარეობაც უარყოფით მხარეებზე მაშინ უნდა ილაპარაკო, როცა ხარ პოსტზე - არველაზე ქობულიაზე

გიორგი ქობულიას სკანდალურ განცხადებებს მმართველი გუნდის წევრების ნაწილი მკაცრად აკრიტიკებს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი განაწყენებულია და მისი სატელევიზიო ინტერვიუებიც ამას ცხადყოფს.

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ვერც ქობულიას პარლამენტში მისვლის საჭიროებას ხედავს. 

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რევაზ არველაძე ამბობს, რომ ყოფილი მინისტრი ნაწყენია. არველაძე ქობულიას პროფესიონალიზმსაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

Image result for რევაზ არველაძე„თუ ხარ, გინდა შენი საქმის სპეციალისტი და ცოტა გაგაჩნია თავმოყვარეობაც, მაშინ უნდა ილაპარაკო, როცა ხარ პოსტზე უარყოფით მხარეებზე. ახლა პირდაპირ ჩანს, რომ ეს არის განაწყენებული. მე არ მიმაჩნია, რომ მისი აქ მოსვლა რაიმე დადებითს მისცემს ქვეყანას, უარყოფითს შეიძლება,“ - განაცხადა არველაძემ.

არველაძის პოზიციას პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” მდივანი, ნინო წილოსანი იზიარებს. მმართველი გუნდის დეპუტატი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია ქობულიას განცხადება, კომიტეტზე წარდგეს. წილოსანის თქმით, უმჯობესი იქნებოდა თუ ყოფილი მინისტრი ჯერ თანაგუნდელებთან გაივლიდა კონსულტაციას.

Image result for ნინო წილოსანი

„ამ ეტაპზე ჩემთვის გაუგებარია ის შემოთავაზება, რომელიც მან გააკეთა კომიტეტზე მოსვლასთან დაკავშირებით, რადგან ვფიქრობ, რომ უფრო კორექტული იქნებოდა თავიდანვე ერთმანეთში საუბარი. ჩემთვის გაუგებარია, ტელევიზიით აღნიშნულ საკითხებზე საუბარი, მაშინ როდესაც ჩვენ, როგორც გუნდის წევრებთან მას არ ჰქონია ამ თემაზე კომუნიკაცია. არ ვიცი ეს ყოველივე რამდენად კორექტულია,“ - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ეკონომიკის მინისტრის პარლამენტში მისვლის და მოსმენის მომხრეა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.  რომან კაკულიას თქმით, უმჯობესი იქნება თუ პარლამენტში მოუსმენენ გიორგი ქობულიას და ამით ამოწურავენ საკითხს.

Image result for რომან კაკულია

„შეიძლება კომუნიკაციაც გვქონდეს მასთან. ვნახოთ, რა ტიპის განცხადებას აპირებს. ის რომ უკმაყოფილოა, ეს მხოლოდ არ არის საკმარისი, როდესაც ადამიანი მიდის, ის ყოველთვის უკმაყოფილოა. ეს არ არის ერთ-ერთი შეფასების კრიტერიუმი, მაგრამ მე მგონია, რომ თუ მას ასეთი სურვილი აქვს, რომ არ მოვისმინოთ, სპეკულაციების და ინტერპრეტაციისთვის ამით უფრო მეტ შესაძლებლობას დავტოვებთ, ვიდრე მისი მოსმენით,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები