10 მაისი 2024,   05:26
ვრცლად
„ეს არ არის რიგითი არჩევნები, ეს მთელი ქვეყნის არჩევნებია,“ - „ძალა ერთობაშიას“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი და გაერთიანების სხვა ლიდერები ამომრჩევლებს შეხვდნენ

„ძალა ერთობაშიას“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი ბაქარ ხიჯაკაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები ზესტაფონში ამომრჩევლებს შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.

ადგილობრივებმა ძირითად პრობლემად უმუშევრობა დაასახელეს. ზესტაფონელებმა ასევე, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასა და შეჩერებულ სამუშაოებზეც ისაუბრეს.

ხიჯაკაძე მათ გამარჯვების შემდეგ, პრობლემების მოგვარებასა და მათ სამსახურში ყოფნას დაჰპირდა.

ფრაქცია „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ეს არ არის მხოლოდ რიგითი არჩევნები. მისი თქმით, ეს მთელი ქვეყნის არჩევნებია, რომელიც არსებული ხელისუფლების დამარცხებისთვის უნდა იქნას გამოყენებული.

„ეს არ არის რიგითი არჩევნები და ეს არ არის მუნიციპალური არჩევნები. ეს არის მთელი ქვეყნის არჩევნები, შესაბამისად ბაქარ ხიჯაკაძის კანდიდატურა, რომელიც შეთავაზებულია გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან ვფიქრობ, რომ არის გამარჯვების გარანტი და ის, რომ აი, ახლა, დღეს  ზესტაფონში არის სრული უძრაობის ხანა და სრულად კორუფციაში ჩართული აბსოლუტურად ყველა შტო, მათ შორის ადასტურებს ქალაქის ცენტრი, რომელიც რაღაცა დაბომბილ ტერიტორიას ჰგავს რეალობაში. შესაბამისად, ზესტაფონელებს მოვუწოდებ, გამოვიყენოთ ეს შანსი და დავანახოთ ყველას, რომ არჩევნებით ამ ხელისუფლების დამარცხება არის შესაძლებელი,“- განაცხადა ხაბეიშვილმა.

დღის ამბები