26 აპრილი 2024,   07:40
ვრცლად
დატბორილი სოფლები და ლუკმა-პურის გარეშე დარჩენილი ასობით ოჯახი - კახეთში სტიქიას ებრძვიან  

ადიდებულმა ალაზანმა წნორი-ლაგოდეხის გზა წყლის ქვეშ მოაქცია. ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა ამ დრომდე აკრძალულია. წყლის სიმაღლე ნახევარ მეტრს აღწევს და ამ დრომდე იზრდება. მთელი დღის განმავლობაში, მაშველები იმ ავტომობილების ამოყვანას ცდილობდნენ, რომლებიც წყალში ჩარჩნენ.

10-ზე მეტ სოფელში ასობით ოჯახი ლუკმა-პურის გარეშე დარჩა, განადგურდა მოსავალი და წყალმა წაიღო ასობით ჰექტარი ნაკვეთი.

დატბორილი სოფლების მოსახლეობა რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდა სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს. მათ ეუბნებოდნენ, რომ საკმარისი რაოდენობის ბრიგადები არ ჰყავდათ და უნდა მოეცადათ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები