10 მაისი 2024,   05:29
ვრცლად
ნუ მიიყვანენ სამ მილიონ ქართველს ამ მდგომარებაში, თორემ მერე სამი მილიონის გამოცხადება მოუწევთ ტერორისტებად - ჩარკვიანი მაჩალიკაშვილის საქმეზე

მალხაზ მაჩალიკაშვილს სოლიდარობას პარტია „კანონი და სამართალი“ უცხადებს. სუს-ის შენობასთან პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან. 19 წლის თდემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რომლის წინააღმდეგაც საგამოძიებო უწყება გამოძიებას ტერორისტული აქტის მომზადების მუხლით აწარმოებს, უწყებაში იმყოფება. მას მოწმის სახით დაკითხავენ. თაკო ჩარკვიანის თქმით, ხელისუფლებამ მალხაზ მაჩალიკაშვილი „ამოიჩემა“.

„90-იანი წლები მახსენდება - ქურდობა შეეკვრებოდა ხოლმე პოლიციას, პოლიცია ვერ იცავდა ხალხს და ადამიანები, ოჯახები იცავდნენ საკუთარ თავებს. ნუ მიიყვანენ სამ მილიონ ქართველს ამ მდგომარებაში, თორემ მერე სამი მილიონის გამოცხადება მოუწევთ ტერორისტებად,“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

პარტია „კანონი და სამართალი“  მალხაზ მაცალიკაშილს იურიდიული დახმარებასაც სთავაზობს. პარტიის გენერალური მდივანი, ირაკლი ღლონტი არ გამორიცხავს, რომ თემილანის მამის ადვოკატები მაგისტრ მოსამართლესთან ერთად დაკითხვას მოითხოვენ.

სუს-ი გამოძიებას ტერორისტული თავდასხმის მომზადების მცდელობის მუხლით აწარმოებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი სადაც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს ესაუბრება და სოსო გოგაშვილის მიმართ თვალთვალს სთხოვს. საგამოძიებო უწყებამ უკვე დაკითხა მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, რომელიც ჩანაწერში ფიგურირებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები