02 მაისი 2024,   04:43
ვრცლად
ახალი სახეები "ქართულ ოცნებაში" - პარტიის გენერალური მდივანი განახლებაზე საუბრობს 

"ქართული ოცნებაში" 2020 წლის არჩევნებისთვის, ახალი სახეები იქნებიან - ამის შესახებ განცხადება, "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა გააკეთა. კახა კალაძე არ აკონკრეტებს უკვე შეირჩა თუ არა კონკრეტული კანდიდატურები, თუმცა ამბობს, რომ პარტიაში განახლება მოხდება. 

„იქნებიან ახალი სახეები და ეს არის ჩვეულებრივი პროცესი პოლიტიკურ პარტიებში, როდესაც ხდება პროფესიონალი, გამოცდილი კადრების, წარმატებული ადამიანების შემოსვლა. ზოგადად პოლიტიკურ პარტიაში ყოველთვის უნდა ხდებოდეს განახლება, ყოველთვის უნდა ხდებოდეს ახალი სახეების მიღება პარტიაში და ეს პროცესი არასდროს არ შეჩერებულა.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მომავალ თაობებს, ახალგაზრდებს, უფრო მეტი შანსი და შესაძლებლობა მივცეთ, რომ მათი ცოდნა, მათი გამოცდილება, მათი იდეები იქნეს განხორციელებული.

თუ რა სიახლეები იქნება 2020-თვის ამასაც ვნახავთ. ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, დრო არის და ყველაფერი იქნება ცხადი, როგორც თქვენთვის, ასევე საზოგადოებისთვის,“-განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ, კალაძე ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ მთავრობაში ცვლილებები არ იგეგმება. 

მისი თქმით, პარტიაში მიმდინარეობს გაჯანსაღების პროცესი, ეს კი სამთავრობო ცვლილებებზე არ მიუთითებს. 

დღის ამბები