26 აპრილი 2024,   17:11
ვრცლად
კასტინგი მმართველ პარტიაში, რომელიც მაია მიმინოშვილმა ჩაიბარა - „ქართლმა ოცნებამ“ ახალი სახეების ძებნის ახალი ეტაპი დაიწყო  

კასტინგი "ქართული ოცნების" ახალი სახეების შესარჩევად გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ჩაიბარა. მაია მიმინოშვილმა, დღეს პირველად „კურიერის“ კამერასთან დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობს, თუმცა რა მიზნით მიიწვიეს პარტიაში გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი უფროსი, აღარ უთქვამს.

უფრო მეტი, მიმინოშვილის ახალ მისიაზე თქვა ოცნების გენმდივანმა. კახი კალაძის თქმით, გამოცდების ცენტრის ექს შეფი, პარტიის ახალ სახეებს აარჩევს.

„ქართულ ოცნებაში“ მანამდეც რამდენჯერმე გამოცხადდა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, „ქართლმა ოცნება“ ახალი სახეების ძებნის ახალი ეტაპი დაიწყო. მაშინ ითქვა, რომ კადრებს CV-ით აარჩევენ. რა პრინციპით მოძებნის ახალი თაობის პოლიტიკოსებს "ოცნებისთვის" მაია მიმინოშვილი, უცნობია.

„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატები იხსენებენ, რომ კადრებს ბოლო 7 წლის განმავლობაში ოცნებისთვის ძალოვანები არჩევენ, ძირითადად, უშიშროების სამსახურიდან. 

”ქართული ოცნების” განახლების პროცესს სევდიანი ისტორია უწოდა დღეს საპარლამენტო უმცირესობამ. პოლიტიკური ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ახალი სახეები პარტიას დაკარგულ ამომრჩეველს და ნდობას ვერ დაუბრუნებს.

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები