19 ივლისი 2019,   02:36
ვრცლად
რამე პოლიტიკური სარჩული ხომ არ აქვს და ხომ არ იყენებენ ამ ხალხს? - ჯორჯიან მანგანეზში თანამშრომლების გაფიცვას ეხმაურებიან

ჭიათურაში, ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება. მუშები ხელფასები მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. თანამშრომლების გაფიცვა უკვირთ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“.

როგორც კომპანიის სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი აცხადებს, ის მუშებს რამდენიმე კვირის წინაც ესაუბრა და უთხრა რომ პრობლემებს ეტაპობრივად მოაგვარებდა. ჩიქოვანი აქციას პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს და არ გამორიცხავს რომ ის მართული იყოს.

„ჩვენ ვმუშაობთ შრომის, სამუშაო პირობების გამოსწორებაზე. ხელფასების მომატებაზე. არავის, არც ერთ თანამშრომელს არ აქვს პრობლემა ჩემთან პირდაპირი კომუნიკაციის. შეეძლოთ მოსულიყვნენ და ეს ყველაფერი გაგვეარა ჩვენ და შემდეგ ნაბიჯები დაგეგმვა. ამიტომ შემთხვევითი არ არის მე მგონი, რომ სამ დღეში არჩევნებია. და რამე პოლიტიკური სარჩული ხომ არ აქვს ამას და ხომ არ იყენებენ ამ ხალხს?,“-განაცხადა “ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები