18 მაისი 2024,   19:15
ვრცლად
„არ ვიცი, რა გვარი ვარ“ – „ქართული ოცნების“ კოორდინატორი 

„მომეშვი, თავი დამანებე. არ ვიცი, რა გვარი ვარ,“ - ასე მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა „კურიერის“ ჟურნალისტს.

მასთან „რუსთავი 2-ის“ გადამღები ჯგუფი იმ ბრალდებების  შესაფასებლად მივიდა, რომელიც ნარუშვილის მისამართით ისმის. „კურიერის“ წყაროს ინფორმაციით, სოფელში ონკოლოგიურ პაციენტს ხელისუფლება ძვირადღირებული წამლის ტრანსპორტირებას დაპირდნენ, სანაცვლოდ კი ოჯახმა თანასოფლელების მობილიზაცია უნდა მოახდინოს და ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატს მისცენ.

„კურიერის“ წყაროს ინფორმაციით, სოფლებში კახათსა და დარჩელში ბოლო რამდენიმე დღეა, დადის „ქართული ოცნების“ კოორდინატორი, რომელიც ადგილობრივებს პასპორტებს და პირადობის მოწმობებს ართმევს.

„ქართული ოცნების“ კოორდინატორმა, ვასიკო ნარუშვილმა „კურიერთან“ ბრალდებებზე საუბარი არ ისურვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები