26 აპრილი 2024,   04:48
ვრცლად
ორი ადამიანი ერთ საარჩევნო კაბინაში და საარჩევნო უბნიდან ბიულეტენების გატანა - მოქალაქეების მიერ აღმოჩენილი დარღვევები

„კურიერის“ ონლაინ სტუდიისთვის, მოქალაქეები საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, ვიდეო და ფოტო მასალის მიწოდებას განაგრძობენ. მარნეული კვლავ თავისი სიმწვავით გამოირჩევა, რომელთან დაკავშირებითაც მოქალაქე ჟურნალისტები სხვადასხვა ინფორმაციას „რუსთავი2“-ის facebook გვერდს აწვდიან. ერთ-ერთი ფაქტი ბიულეტენების გადატანის ფაქტს ეხება. როგორც მოქალაქე წერს, ერთ-ერთმა პირმა საარჩევნო უბნიდან ბიულეტენები გაიტანა, მას კამერით აღჭურვილი პირები დაედევნენ და ცდილობდნენ დაედგინათ, რატომ გაიტანა მოქალაქემ საარჩევნო უბნებიდან ბიულეტენები. ადგილზე ვითარებაც გამწვავდა.

კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, ეს საარჩევნო უბნის კურთხევას ეხება. „ლაივ პრესის“ ინფორმაციით, ზუგდიდის #5 საარჩევნო უბანზე ლაქენის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მოძღვარი, დეკანოზი ფრიდონი მივიდა და აკურთხა. დეკანოზმა აღნიშნა, რომ ის 20:00 საათამდე რამდენ საარჩევნო უბანსაც მოასწრებს, იმდენს აკურთხებს.  

რაც შეეხება ზუგდიდს, კიდევ ერთი მოქალაქე „კურიერის“ ონლაინ სტუდიას წერს, რომ სოფელ ცაიში, 73-ე უბანზე საკრებულოს თავმჯდომარე, უბანთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ ეზოში იმყოფება და ამომრჩევლებს აკონტროლებს.

„ე.წ. ჭიშკართან ბარიკადები აქვთ, სადაც ყოველ შემომსვლელს გადაკოცნიან და „იცი, რაც უნდა გააკეთო“ ეუბნებიან. ეს მამუკა ბიბილეიშვილია, რომელიც სამტრედიიდან არის ჩამოსული და აკვირდება ვითარებას სოფელ ცაიში“ - წერს მოქალაქე, რომელმაც „კურიერის“ 73-ე უბნიდან ინფორმაცია მიაწოდა.

კიდევ ერთი მოქალაქე ხულოსთან დაკავშირებით წერს, სადაც საუბარია რომ ღორჯომში, 39-ე უბანზე უბნის თავმჯდომარე ამომრჩეველს კაბინაში შეჰყვა.

სტრასბურგში, ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია სოციალურ ქსელში, ჟურნალისტ გიორგი კაპანაძის დაკავებას ეხმაურება და ამას საშიში ტენდენციას უწოდებს. 

 

დღის ამბები